საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.
ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000-მდე ლარს შეადგენს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
1791177603
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, ბელფასტში გამართავს. „პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ ხვალ საკუ...
1791176360
საზოგადოება2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში 5 ოქტომბრიდან იწყება
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს განათლების კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზ...
1791147001
ახალი ამბებიკონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა კარატისტებმა დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი - ოთხი ოქროსა და სამი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვეს. საქართველოს...
1791145457
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი, თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც, მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაციები
„არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაციები“, - გან...
1791144106
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია შუალედურ არჩევნებზე: ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება ჩვენს ხელისუფლებას ენდობა
„ქართულ ოცნებაში“ შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასეს. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას თქმით, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, რადგან ოპოზიციას გარედან მიღებული დავალებების შე...





























