იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის, გავრცელებისა და რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ.
1791181661
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძი...
1791180356
საზოგადოებასოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება
გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია...
1791177603
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, ბელფასტში გამართავს. „პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ ხვალ საკუ...
1791176360
საზოგადოება2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში 5 ოქტომბრიდან იწყება
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს განათლების კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზ...
1791147001
ახალი ამბებიკონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა კარატისტებმა დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი - ოთხი ოქროსა და სამი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვეს. საქართველოს...




























