სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება
გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს და თუ ვინმე დასასჯელი იქნება, მკაცრადაც დაისჯება.
„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც. პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას.
ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღე-ნახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის.
მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1791144106
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია შუალედურ არჩევნებზე: ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება ჩვენს ხელისუფლებას ენდობა
„ქართულ ოცნებაში“ შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასეს. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას თქმით, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, რადგან ოპოზიციას გარედან მიღებული დავალებების შე...
1791142399
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისე...
1791141129
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი
„2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად,...
1791140859
ახალი ამბებიპატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს
პატიმარ გიორგი დავითაძის მამა ავთანდილ დავითაძე, „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბევრი კარგი რამ გაუკეთა - ქვეყანა წუმპიდან ამოიყვანა და საერთაშორისო არენაზე წარმატებ...
1791138233
ახალი ამბებიგარდაბანში კაცი მოკლეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი თანასოფლელებს შორის კამათის დროს მოხდა. 35 წლის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ის...






























