საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ განიხილეს.
მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო.
მისი განცხადებით, პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.0%, მეორე კვარტალში - 6.9%, მესამე კვარტალში - 6.8% იყო. 9 თვის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7.4% შეადგინა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 535.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი გაზრდილია 19.6%-ით და შეადგენს 6 153.2 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტის ზრდა 5,3%-ია და შეადგენს 14 382.0 მილიონ დოლარს.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ ევროკავშირია.
მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 20.4%-ია, თურქეთის - 12.4%, ჩინეთის - 11.3%, რუსეთის - 10.8%, აშშ-ის - 8.9%.
მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტი გაზრდილია 3.5%-ით.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 5 332.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 0.1%-ით მეტია. მათ შორის, 2.3%-ით არის გაზრდილი ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 796.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 4.4%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მისი მაჩვენებელი გაზრდილია 5.2%-ით და შეადგენს 2 513.3 მილიონ დოლარს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 9 თვის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 21 916 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულია 22 956 756.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 104.7%-ია. მისი ინფორმაციით, გადასახადების სახით მობილიზებულია 20 537 545.3 ათასი ლარი, რაც 9 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 103.2%-ია.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 18 492 466.7 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულია 19 226 460.9 ათასი ლარი, რაც 104.0%-ს შეადგენს.
წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 30 881 358.0 ათასი ლარით. პირველ 9 თვეში შესრულება შეადგენს 21 040 313.3 ათას ლარს, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 92.4%-ს, ხოლო წლიურ დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებით 68.1%-ს შეადგენს.
მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები გააცნო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, საშუალო მაჩვენებელი 92%-ია.
მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 225 მილიონი ლარია. 9 თვეში ათვისებულია 158,7 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 69,8%-ს და 9 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 92,7%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
1793796074
ახალი ამბებიირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო
„ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო“, - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს. ხელაძე ბრიუსელს ურჩევს საქართ...
1793795174
ახალი ამბებირუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილი...
1793794247
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს“,- განაცხად...
1793793858
ახალი ამბებიტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშვე...
1793793373
ახალი ამბებინინო წილოსანი: პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია
„პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება...




























