გიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და ამოცანას ასრულებდა
„ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრემიერის მოსაზრებები მოესმინა სხვადასხვა საკითხზე“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ტელეკომპანია Euronews-ის მოდერატორთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუზე საუბრისას.
გიორგი კახიანის თქმით, მოდერატორის დამოკიდებულებამ კარგად აჩვენა, რომ ბრიუსელი კვლავ გაბუტვის პოლიტიკის რეჟიმში რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა. თითქოს მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და იმ ამოცანას ასრულებდა. პარალელი, რომ გავავლოთ დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა არის საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღდგეს დიალოგი, რომელიც თავად გაწყვიტეს ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში.
არაერთხელ განვაცხადეთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაახლოთ. ცალსახაა ვისი მხრიდან არის მონდომება, რომ ეს დიალოგი არსებობდეს და ვისი მხრიდან არის მონდომება იმისა, რომ ეს დიალოგი არ არსებობდეს. თუნდაც ამ დიალოგის არარსებობის პირობებში, რანაირად შეიძლება დიალოგის არარსებობის პირობებში ევროკომისიის გაფართოების ანგარიში იყოს ობიექტური და სამართლიანი?! გუშინაც ზუსტად ეს გამოჩნდა, მოდერატორის მხრიდან თითქოს არ მოსმენის სურვილი არსებობდა. ამიტომ ვიდრე ასეთი დამოკიდებულება იქნება ამ ურთიერთობებში წინსვლა არ იქნება. წინსვლა არ იქნება ისევ და ისევ გაბუტვის პოლიტიკის გამო, რომელსაც ჩვენ აქამდე ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
1793795174
ახალი ამბებირუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილი...
1793794247
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს“,- განაცხად...
1793793858
ახალი ამბებიტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშვე...
1793793373
ახალი ამბებინინო წილოსანი: პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია
„პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება...
1793791998
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი ყაზახეთში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ყაზახეთის შინაგან საქმ...





























