შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში ძალადობრივი აქციები მიმდინარეობდა, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე. პაპუაშვილის თქმით, ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მიერ შეფასებულია და განაჩენებიც გამოტანილია.

„ეს უკვე სტატისტიკაა — ეს რიცხვები აღიარების მაჩვენებელია. 4 ოქტომბრისა და სხვა ძალადობრივი აქციების მონაწილეების უდიდესმა ნაწილმა დანაშაული აღიარა და ამას ვეღარც ევროკომისიის შეფასება უშველის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს რაიმე ბრიფინგი.

მორჩა, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები. იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე. ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მიერ შეფასებულია და განაჩენებიც გამოტანილია.

ახლა მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, აქვთ შესაძლებლობა, დაფიქრდნენ, უღირდათ, თუ არა უცხოური დაკვეთის აყოლა და საქართველოს წინააღმდეგ წასვლა. ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს? მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ახლა ლაჩრულად დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება. ისინი კი, რომლებსაც მამაკაცურ ძალას მოუწოდებდნენ, ბარიკადებზე წაიყვანეს, ღობე გადაანგრევინეს და ცენტრში კინაღამ სისხლისღვრა მოაწყვეს. ახლა მშვიდად ვნახეთ, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოვიდნენ და განაცხადეს: მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ სინამდვილეში ასეთი არეულობები და სისხლისღვრა სწორედ ასეთი ხალხის გამო ხდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან. მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს.

იმიტომ არ გმობს ბრიუსელი ძალადობას, რომ შემდეგ ანგარიშებში ჩაწეროს „თვითნებურად დაკავებულები“ და ისინი საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმისთვის გამოიყენოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793791998

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი ყაზახეთში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ყაზახეთის შინაგან საქმ...

სულხან თამაზაშვილი

1793791910

ახალი ამბები

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე „დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუს...

პროკურატურა

1793791697

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციური პარტიები რა ფორმით, სახელით და ნომრით იქნებიან, ეს არის ერთიანი ძალა, რომლის მთავარი მიზანია ქართული დემოკრატიის დაზიანება

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები სინამდვილეში, წარმოადგენენ ერთიან ძალას, რომლის მიზანია დემოკრატიის დაზიანება. მისი თქმით, არ აქვს...

ლევან მახაშვილი

1793791590

ახალი ამბები

5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ასევე, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმ...

ამინდი ამინდი

1793790251

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ შეუძლია შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, მოსამართლეები გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დაუნიშნონ

„ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ არათუ სუვერენული სახელმწიფოა, არამედ დამოუკიდებელი და შეუძლია, საკუთარი შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, ქვეყანაში მოსამართლეები გა...

ნიკოლოზ სამხარაძე