თემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობაში მყოფი მოქალაქეები კი უსაფრთხოდ არიან ევაკუირებული.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ბიზნესცენტრში დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფები.

ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულზე, შახტში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაციასთან ერთად შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაც უზრუნველყვეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793795174

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილი...

მოძრაობა

1793794247

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს“,- განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1793793858

ახალი ამბები

ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია

ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშვე...

 ფორმულა

1793793373

ახალი ამბები

ნინო წილოსანი​: პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია

„პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება...

ნინო წილოსანი

1793791998

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი ყაზახეთში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ყაზახეთის შინაგან საქმ...

სულხან თამაზაშვილი