ნინო წილოსანი: პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია
„პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუს.
ნინო წილოსანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა, მის კომპეტენციასა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას კი დაბალი შეფასება ეკუთვნის.
„მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ ფორმატს ინტერვიუ ერქვა, მე მას უფრო დებატებს ვუწოდებდი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა. ჟურნალისტის კომპეტენციასა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას უდავოდ დაბალი შეფასება ეკუთვნის.
კარგად დაბრენდილ ნარატივს, თითქოს საქართველომ თავად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეს წერილიც ეწინააღმდეგება, სადაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ მიუთითებს, რომ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
დებატებში ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. თუმცა აქ უგულებელყოფილი იყო ერთი მარტივი ფაქტორი - ევროკავშირში გაწევრიანება საკუთარი იდენტობისა და ღირებულებების დათმობის ხარჯზე?
ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია, მკაფიო პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა - ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გზავნილს - „ღირსებით ევროპისკენ“. ეს არის ჩვენი ერის პოლიტიკური არჩევანი - ევროპისკენ სვლა საკუთარი იდენტობის, ღირსებისა და ეროვნული ინტერესების შენარჩუნებით და არა მათი უგულებელყოფის ხარჯზე. როდესაც ჟურნალისტი ამ საკითხზე კითხვას სვამ, მინიმუმ ეს ფაქტი უნდა გქონდეს გაანალიზებული.
„ევრონიუსის“ ჟურნალისტმა რეპრესიული ზომებიც ახსენა. საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობდა - „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელთა პასუხისგებაში მიცემას, თუ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნას?
როდესაც საპასუხოდ მიიღო საფრანგეთის მაგალითი, სადაც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი ადამიანის დაწვის მცდელობაში ბრალდებულად იქნა შეფასებული, ჟურნალისტის პასუხი დუმილი აღმოჩნდა. სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს ორმაგი სტანდარტები - როდესაც ერთი და იგივე ქმედების შეფასება იმის მიხედვით იცვლება, რომელ ქვეყანაში ხდება ის.
დებატების ერთ-ერთ აქცენტს საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ალბათ, ყველაზე უკეთ სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება პასუხობს, სადაც ყველა გახმაურებულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ეთანხმება ქართულ მართლმსაჯულებას.
როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბრობ და პრემიერ-მინისტრი უკრაინისა და მოლდოვის პრაქტიკას გახსენებს, ევროპაში ასეულობით აკრძალულ პარტიაზე აღარაფერს ვიტყვი, მინიმუმ ამ ქვეყნების გამოცდილება მაინც უნდა გქონდეს შესწავლილი, რომ დისკუსიის დროს ეს საკითხი არგუმენტად არ გამოიყენო.
ცხადია, რთული და მწვავე კითხვები ჟურნალისტიკის განუყოფელი ნაწილია. არსებობს ფორმატი „Hard Talk“, თუმცა გუშინდელ საუბარს სამწუხაროდ „Hard Talk“-საც ვერ ვუწოდებდი.
ინტერვიუმ გარკვეულწილად ირაკლი კობახიძის წარსული შეხვედრაც გაგვახსენა სტანდარტებიდან ამოვარდნილ ნინო ჟიჟილაშვილთან და დარწმუნებული ვარ, ეს ასოციაცია ბევრს გაუჩნდა. ორივე შემთხვევაში ჟურნალისტები აშკარად გასცდნენ მედიასტანდარტს და დაკარგეს სახე.
როგორც თავის დროზე პარტიულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ახლაც შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა. სამწუხაროდ, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნის თვალსაზრისით, მისი „ოპონენტი“ სტუდენტის დონეზეც კი არ აღმოჩნდა, რომ მისთვის გაკვეთილის ნაცვლად ლექციის ჩატარება ყოფილიყო შესაძლებელი.
თუმცა მთავარი შედეგი ის არის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია.
საქართველოს პოზიცია მკაფიოდ გაჟღერდა იმ საერთაშორისო პლატფორმაზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის შესახებ ხშირად ვრცელდება მიკერძოებული შეფასებები და დეზინფორმაცია.
ინტერვიუს განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თავდაჯერებულობა, საკითხების სიღრმისეული ცოდნა და საკუთარი პოზიციის სიმყარეში დარწმუნებულობა აშკარად ჩანდა. ამის საპირისპიროდ, ჟურნალისტის მხრიდან ხშირად იგრძნობოდა აგრესიული დამოკიდებულება და წინასწარ ჩამოყალიბებული ნარატივის გატარების მცდელობა.
პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია“, - წერის ნინო წილოსანი.
1793791697
ახალი ამბებილევან მახაშვილი: არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციური პარტიები რა ფორმით, სახელით და ნომრით იქნებიან, ეს არის ერთიანი ძალა, რომლის მთავარი მიზანია ქართული დემოკრატიის დაზიანება
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები სინამდვილეში, წარმოადგენენ ერთიან ძალას, რომლის მიზანია დემოკრატიის დაზიანება. მისი თქმით, არ აქვს...
1793791590
ახალი ამბები5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ასევე, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი
5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმ...
1793790251
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ შეუძლია შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, მოსამართლეები გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დაუნიშნონ
„ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ არათუ სუვერენული სახელმწიფოა, არამედ დამოუკიდებელი და შეუძლია, საკუთარი შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, ქვეყანაში მოსამართლეები გა...
1793787887
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მნიშვნელოვანია, რომ გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“ გაიზარდოს ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, ასევე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტზე
„გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტ...
1793787845
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ
„ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი...































