საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ რუმინეთის სენატში შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან მახაშვილი ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრები ასევე გაიმართა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი კოტეცთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ადელინა დობრასთან და კომიტეტების წევრებთან.

დელეგაციის წევრებმა რუმინელ კოლეგებთან ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სტრატეგიული პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ. ასევე განიხილეს ეკონომიკური პროექტები და აღნიშნეს, რომ მალე თბილისში ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შეხვედრა გაიმართება.

სენატში გამართულ შეხვედრებზე საუბრის თემას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება.

„შეხვედრებზე ვისაუბრეთ ოკუპაციაზე. რუმინელ კოლეგებს მოვაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებზე და მადლობა გადავუხადეთ რუმინეთს ე.წ.არჩევნების დაგმობის და ზოგადად, მთელი ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ოკუპაციის დაგმობისთვის. ხაზი გავუსვით, რომ სამწუხაროდ, ყველა ევროპული ქვეყანა ასე არ იქცევა და რუმინეთი ამ მხრივ სამაგალითოა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს. შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე.

„ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს ამ მიმართულებით. იმ წუხილზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, ასევე, იმ წუხილზე, რომელიც ევროკავშირს აქვს. განვიხილეთ ის გზები და დიალოგის ფორმატები, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ ეს პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ ჩარჩოს. აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ არის სამართლიანი და ობიექტური მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში. ვთხოვეთ რუმინელ კოლეგებს, რომ ეს საკითხი საერთო ევროპულ დონეზე დააყენონ. საუბარი ასევე გვქონდა ნატო-ში ინტეგრაციაზე. რუმინეთი ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია საქართველოს ნატო-ში წევრობის. მაგრამ, როგორც ხედავთ, ნატო-ში წევრობის საკითხი ამ მომენტში დღის წესრიგში არ დგას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ვისმენთ, რომ უკრაინა აღარ განიხილება ნატო-ს წევრად. ამ მიმართებაში გვინდოდა, რომ რუმინეთის მხარისთვის გვეთხოვა - ამ საკითხსაც ნათელი მოეფინოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743106229

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში

 უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ...

ლევან მაჭავარიანი

1743105553

ახალი ამბები

ბევრი რაღაც გამომჟღავნდება საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, თუ რატომ აღმოვჩნდით რუსეთთან პირისპირ ომში, რატომ აღუდგინა ბატონმა სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთს საზღვრები და შეიყვანა ამ საზღვრებში ახალგორი - მაჭავარიანი

 „ჩვენი მოქალაქეები პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალყურს საგამოძიებო კომისიის მუშაობას. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი თხოვნით მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ ახსოვთ,...

 ლევან მაჭავარიანი

1743101395

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენს ევროპელ, ჭკუის მასწავლებელ მეგობრებს ვურჩევდი, თავი დაანებონ საქართველოსთვის მითითებების მიცემას - ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას

 „ფსევდოლიბერალურმა პოლიტიკამ მთელი მსოფლიო მიიყვანა ძალიან ცუდ შედეგამდე. ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა“, - ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუ...

ხუნდაძე

1743099907

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: საბედნიეროდ, „მეგობარი აქტი“ კანონპროექტად დარჩება და ის კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან ამერიკა მხოლოდ ჯო უილსონი და პოლიტიკიდან წასული შაჰინი არ არის!

 აშშ-ის საგარეო კომიტეტი ბოლომდე ვერ გათავისუფლდა „დიფ სთეითისგან“, რის ინდიკატორადაც მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ გლობალისტებთან ბრძოლა არ დასრულებულა და საქარ...

ჩიხელაძე

1743098095

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: შევარდნაძის დროს, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოშლილი იყო, მაშინ ხდებოდა აფხაზეთიდან დაღუპულთა საფლავების მოძიება და გადმოსვენება და სააკაშვილმა ჩაშალა ეს პროცესი

 აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების საფლავების მოძიებისა და გადმოსვენების თემას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობ...

სოზარ სუბარი