საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო ორგანომ 86 ხმით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარადგინა. ცვლილება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმებას და მისი უფლებამოსილებების თემატურ სამინისტროებში გადანაწილებას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა დეპუტატებს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილება გააცნო, რომლის თანახმადაც, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი ფართობები და კოორდინატები განისაზღვრება.
პლენარულ სხდომაზე, 86 ხმით მხარი დაუჭირეს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წარადგინა. ცვლილების თანახმად, უმცროს ექიმს 2025 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ იყო ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.
კანონმდებლებმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილეს და 85 ხმით მხარი დაუჭირეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ცვლილებებით წესრიგდება კერძო პირის და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხები.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დეპუტატებს პირველი მოსმენით წარუდგინა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ორგანოები ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შეძლებენ საინვესტიციო ფონდებში წილობრივად მონაწილეობდნენ 25%-ის ნაცვლად 40%-ით.
სხდომაზე 84 ხმით დაუჭირეს მხარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა. ცვლილებებით იზრდება მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები და იხვეწება სასამართლო ხელისუფლების საკანონმდებლო ნორმები.
სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე ისაუბრა.
დეპუტატებს „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონებში ცვლილებები გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე მიმდინარე კვირას მეორე და მესამე მოსმენით იმსჯელებს.
1750867925
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით, საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროექტია და არავითარი სპეკულაციის საფუ...
1750864771
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება
„კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადა...
1750863101
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა
ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს,. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა, - განაცხადა დიასპორისა...
1750861417
ახალი ამბებინინო წილოსანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც კი იყო ამ კანონის შემოღება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღება დროულია, რადგან მავნე ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევას ცდილობენ. მ...
1750859298
ახალი ამბებითურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს
2026 წლის ნატოს სამიტი თურქეთში გაიმართება, ხოლო შემდეგი - ალბანეთში. ამის შესახებ ჰააგაში ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტშია ნათქვამი. „მადლობას ვუხდით ნიდერლანდების სამეფოს დიდი სტუმართმოყვარეობისთვ...