სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი გახდა

სალომე სამადაშვილი დღეიდან პარტია „ლელოს“ წევრი ოფიციალურად გახდა და პარტიის პოლიტიკური მდივანი იქნება. პარტიის ახალი წევრი „ლელოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წარადგინეს.

მათი განმარტებით, სალომე სამადაშვილი პარტიისთვის დიდი შენაძენია.

პოლიტიკაში ჩვენ გარკვეული ღირებულებებისთვის ვართ – პირველი, ეს ღირებულება ჩემთვის არის ჩემი ქვეყანა და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება, ამიტომ მიმაჩნია მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად.

მეორე მთავარი ღირებულება პოლიტიკურ საქმიანობაში არის თავისუფლების დაცვა. იმ თავისუფლების, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრება. „ლელო“ არის თავისუფალი ადამიანების გაერთიანება და ამით არის ჩემთვის საინტერესო.

მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გაქვს, ეს არის წარმატების შექმნა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, „ლელო“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს  უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებუული და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანაც იყოს წარმატებული. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ დავუკავშირო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა „ლელოს“,  – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარლამენტში ფრაქცია „ლელო პარტნიორობა-საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

სხვა სიახლეები:

🔳 ნათია ფანჯიკიძე: ქვაბში რა იხარშება, ჩვენივე ხორცი იქნებ, ჩამხედავი არავინაა

🔳 საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1787853503

ახალი ამბები

წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, სადაც მიწის მასა ჩამოვი...

მოძრაობა აიკრძალა

1787848636

საზოგადოება

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობ...

ირაკლი კობახიძე

1787848579

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1787848506

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა

ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტე...

ირაკლი კობახიძე

1787848392

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო „ფუძეობა“, რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს

აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხა...

ირაკლი კობახიძე