სალომე ზურაიშვილი: გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია

წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების მოსმენა, რაც საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა.
“სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 ამერიკაში 30 წლის ემიგრანტი გარდაიცვალა - გიორგი ნინიკური საქართველოდან ერთი თვის წინ წავიდა
🔵 „მამას ბოლო პენსია“ - ეძებენ 5 ლარიანის პატრონს, რომელმაც კუპიურაზე ეს ემოციური წარწერა გააკეთა
1740077617
მსოფლიოაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას - ნუ მოაწყობ ევროპაში მედია ტურს, რათა ჩირქი მოსცხო აშშ-ის პრეზიდენტს, ეს შეურაცხმყოფელია და თანაც სულელური ნაბიჯია
პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. „და თუ არ ეთანხმები [აშშ-ის] პრეზიდენტს, აიღე ტელეფონ...
1740074618
ახალი ამბებიირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. „ირმა ხეცურიანის ბრწყინვალე სტარტი 2025 წელს! ეტლით ფარიკაობაში სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა წარმა...
1740071015
მსოფლიოილონ მასკი: სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე - მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას
სრულიად ცხადია, რომ ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა მისივე რეიტინგის შესახებ სანდო ვერ იქნება, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურ...
1740067630
ახალი ამბებიგომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითა...
1740066864
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს
„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...