სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
„სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1777876146
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ძარცვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძ...
1777874416
საზოგადოება4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის მთავარი თემა, დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთ...
1777872958
მსოფლიომოსკოვს დრონებმა შეუტიეს
უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოსკოვზე იერიში მიიტანეს: დარტყმის ქვეშ მოჰყვა ელიტური მრავალსართულიანი შენობა. ორშაბათს, ღამით, მოსფილმის ქუჩის №8 სახლის მცხოვრებლებმა აფეთქების შესახებ განაცხადეს. დრონე...
1777872290
საზოგადოებაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 179-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორ...
1777871295
მსოფლიოაშშ-ის ხაზინის მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება
აშშ-ის ხაზინის მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება. ამის თაობაზე სკოტ ბესენტმა „ფოქს ბიზნესთან“ ისაუბრა. მან ოპტიმისტურად ილაპარაკა ჰორმუზის სრუტეზე, რ...


























