ლესლი ბეარმან ლამი: საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზედაც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო

საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზედაც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო. ამ ფაქტორებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას და კერძო სექტორის აქტივობის გაძლიერებას, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მან უპასუხა კითხვას - როგორ აფასებს ADB საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და კონკურენტუნარიანობას რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით?

„ამასთანავე, რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება. სტრუქტურული შეზღუდვები — მათ შორის ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, განსაკუთრებით თბილისის ფარგლებს გარეთ, უნარებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობა, ასევე ინფრასტრუქტურული ხარვეზები — კვლავ აფერხებს კონკურენტუნარიანობას. დამატებით გამყარებას საჭიროებს ინსტიტუციური შესაძლებლობები, კაპიტალის ბაზრის განვითარება და პროდუქტიულობის დონე. გარდა ამისა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესის შეჩერებამ, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან წამოსულმა შესაბამისმა სიგნალებმა, შესაძლოა ერთგვარი გაურკვევლობა შექმნას, რაც პოტენციურად აისახება ექსპორტის მაჩვენებლებსა და ინვესტორთა განწყობებზე.

რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს კარგი მდგომარეობა აქვს რეგულაციების სიმარტივისა და ეკონომიკური გახსნილობის კუთხით. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული სტრუქტურული გამოწვევების თანმიმდევრული გადაჭრა“, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლამიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777876146

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ძარცვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძ...

დაკავება, პოლიცია

1777874416

საზოგადოება

4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის მთავარი თემა, დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთ...

ირაკლი კობახიძე

1777872958

მსოფლიო

მოსკოვს დრონებმა შეუტიეს

უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოსკოვზე იერიში მიიტანეს: დარტყმის ქვეშ მოჰყვა ელიტური მრავალსართულიანი შენობა. ორშაბათს, ღამით, მოსფილმის ქუჩის №8 სახლის მცხოვრებლებმა აფეთქების შესახებ განაცხადეს. დრონე...

მოსკოვი მოსკოვი

1777872290

საზოგადოება

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 179-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორ...

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1777871295

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება

აშშ-ის ხაზინის მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება. ამის თაობაზე სკოტ ბესენტმა „ფოქს ბიზნესთან“ ისაუბრა. მან ოპტიმისტურად ილაპარაკა ჰორმუზის სრუტეზე, რ...

აშშ-ის ხაზინის მდივანი