აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორი: საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით
„საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ.
კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, „როგორ აფასებს ADB საქართველოს არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოს და ზრდის პერსპექტივებს 2025–2026 წლებისთვის? ADB-ის ხედვით, რა არის საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური პოტენციალი?“
ლესლი ბეარმან ლამის თქმით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა მაღალ დონეზე, 7.5%-ზე შენარჩუნდა, მაგრამ მოსალოდნელია შემცირება 2026 წელს 5.5%-მდე და 2027 წელს 5.2%-მდე, რაც შიდა და საგარეო მოთხოვნის დასუსტებას ასახავს.
„ამასთანავე, პროგნოზი უფრო კომპლექსური ხდება. საგარეო რისკები კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის ფონზე. ამ მოვლენებმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს გლობალურ ეკონომიკურ აქტივობაზე, დაარღვიოს ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვები და ხელი შეუწყოს ინფლაციური წნეხის ზრდას, რაც მნიშვნელოვნად აისახება ისეთ მცირე და ღია ეკონომიკაზე, როგორიც საქართველოა.
საერთო ჯამში, საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი მყარია, იმ პირობით, თუ რეფორმების იმპულსი გაგრძელდება, ინფრასტრუქტურული ხარვეზები აღმოიფხვრება და საგარეო რისკები ფრთხილად იქნება მართული. ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის შესაძლებლობებს, გაძლიერდეს მისი როლი როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო კარიბჭე. რეგიონული ინტეგრაციისა და დაკავშირების მიმართ გრძელვადიანი ერთგულება ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური მედეგობის გაძლიერებას“, - აღნიშნა მან.
1777877637
საზოგადოებალესლი ბეარმან ლამი: საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზედაც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო
საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზედაც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო. ამ ფა...
1777877064
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებ...
1777876146
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ძარცვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძ...
1777874416
საზოგადოება4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის მთავარი თემა, დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთ...
1777872958
მსოფლიომოსკოვს დრონებმა შეუტიეს
უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოსკოვზე იერიში მიიტანეს: დარტყმის ქვეშ მოჰყვა ელიტური მრავალსართულიანი შენობა. ორშაბათს, ღამით, მოსფილმის ქუჩის №8 სახლის მცხოვრებლებმა აფეთქების შესახებ განაცხადეს. დრონე...


























