გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ შამირადოვიჩ გურბანგელდიევთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებას და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოების საკითხზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.
1784206784
ახალი ამბებისაქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაც...
1784206212
ახალი ამბებიხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურე...
1784204992
საზოგადოებაირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა
ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი რიყის თეატრზე საუბრობს: „ნუთუ არ გესმით, რომ რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილ...
1784203083
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო
„გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნები...
1784201053
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: ვფიქრობ, პირველი ამ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს, მათი დაშლის ძირითადი მიზეზი ის იქნება, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას
„ალიანსი“ დაპირისპირებისთვის შეიქმნა. მას სხვა რეალური მიზანი და ამოცანა არ აქვს და არც ჰქონია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლო...






























