ისრაელისა და აშშ-ის ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს დაარტყა
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო მოქმედებები გრძელდება. ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს და ბენდერ-ე-ჩაბაჰარის პორტს დაარტყა. თავრიზში იერიში მიიტანეს ეფ-4 და ეფ-5 კლასის ირანულ ავიაგამანადგურებლებზე, რომლებიც, ცაჰალის ცნობით, ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. დაიბომბა ირანის კონარაკის ბაზა, რის შედეგადაც განადგურდა დრონები, საკრეისერო რაკეტების საცავი ბუნკერი, ჩაიძირა სამხედრო ხომალდი.
შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა ომანის ყურეში ირანის საზღვაო ძალების „ჯამარანის“ კლასის კორვეტს დაარტყეს. საჰაერო ძალებმა კი ახლახან გაანადგურა ათობით გამშვები დანადგარი, რომლებიც ისრაელის მიმართულებით გასაშვებად იყო მზად.
ისრაელი სამხედრო ოპერაციის კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებს.
საბრძოლო მოქმედებები რეგიონის 10 ქვეყანაზე ვრცელდება. ისლამური რესპუბლიკა თავდასხმებს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზეც აწყობს. ღამით ირანმა ერაყის ქალაქ ერბილეში ამერიკულ ბაზაზე მიიტანა იერიში. თეირანის მტკიცებით, იერიშების სამიზნე იქ არსებული ამერიკული სამხედრო ბაზებია, თუმცა, ბაზების პარალელურად, ირანული რაკეტებით იბომბება აეროპორტები, პორტები და სამოქალაქო ობიექტები. ვრცელდება ცნობები დუბაიში 4 მოქალაქის დაშავების შესახებ. აბუ-დაბიში ირანული რაკეტა საკრუიზო ლაინერთან ახლოს ჩამოვარდა.
1772398381
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მთავარი არის უსაფრთხოება, ყველა ქვეყნისთვის ალბათ, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რომ არ იყოს ომი - მშვიდობა გაძლევს შემდეგ ბევრი რაღაცის შესაძლებლობას. როდესაც ეს არ არის, მერე ყველაფერი მეორეხარისხოვანია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გამოწვევები ყველა მხარეს არის გა...
1772396734
მსოფლიოარაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებს, რომ თეირანში თავის საელჩოს ხურავს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. გარდა ამისა, მათივე ცნობით, ელჩის და ყველა სხვა დიპლომატის გაწვევა იგეგმება. ქვეყნის...
1772395370
ახალი ამბებირეზა ფეჰლევი: უზენაესი ლიდერის სიკვდილი „დასასრული“ არ არის
ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის სიკვდილი „დასასრული“ არ არის და ირანელებს ისლამური რესპუბლიკის დამხობისკენ მოუწოდებს. რეზა ფეჰლევის თქმით, ხალხ...
1772391915
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებული არამეგობრული პოლიტიკა არის სამართლიანობისგან მთლიანად დაცლილი, მიზანმიმართული აქტივობა
ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებული არამეგობრული პოლიტიკა არის სამართლიანობისგან მთლიანად დაცლილი, მიზანმიმართული აქტივობა, - განაცხადა...
1772390638
ახალი ამბებიპაპუაშვილი რუსეთიდან საწვავის იმპორტის აკრძალვის მოთხოვნაზე: ვეუბნებით, ვთქვათ, ამაზეც წავედით და ავკრძალეთ, ხომ გააძვირებს? ამაზე ბრიტანეთის ელჩის პასუხი არის - „რას იზამ, ჩვენც გაგვიძვირდა, ძვირს ვიხდით, თქვენც ძვირი გადაიხადეთ“
ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოში რუსული გაზისა და საწვავის იმპორტის შეჩერების შეს...



























