ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ გახარიას 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის პოლიტპატიმარი იქნება
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „კვირის ფორმულა“ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ გიორგი გახარიას 20 ივნისის გამო დაიჭერენ, ის პოლიტპატიმარი იქნება. გვარამიას განცხადებით, ის პოლიტპატიმრად მიიჩნევს ყველას, ვინც პოლიტიკური პროცესების გამო არის დაკავებული.
„მე ყველას პოლიტპატიმარს ვეძახი მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა პოლიტიკოსის სტატუსი როდესაც დაიჭირეს. ისინი პოლიტიკური პროცესების გამო არიან ციხეში და მათი დაჭერის წინაპირობა არის პოლიტიკური და ისინი პოლიტპატიმრები არიან. მათ შორის, ის „ქოცებიც“ რომლებიც დაიჭირეს იმის გამო, რომ ამ წუთში რომელიღაცა პოლიტიკოსმა ასე ჩათვალა საჭიროდ ის ხალხიც პოლიტიკურ პატიმრებად მიმაჩნია. მათ, რა თქმა უნდა, არ ვუთანაბრებ სამშობლოს ბრძოლისთვის დაჭერილ და მისჯილ ადამიანებს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პოლიტპატიმრად მივიჩნევ ყველას, ვინც სამართლიანი გამოძიების და სამართლიანი სასამართლოს გარეშე პოლიტიკური მიზეზით იმყოფება ციხეში. ეს არის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტი. მე ვერ მივუდგები ვერავის ორმაგი სტანდარტით. მგონია, რომ პასუხისმგებლობა დამნაშავის, ნებისმიერის უნდა დადგეს, მაგრამ პასუხისმგებლობა ვერ დადგება, თუ სასამართლო არ არსებობს ასეა მოწყობილი სამყარო. ყოფილან ქვეყანაში პოლიტპატიმრები, რომელიც საერთოდ არ მეხატებოდნენ გულზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ დანაშაული ჩაიდინეს. მაგრამ თუ ადამიანი სასამართლოს და გამოძიების გარეშე ზის ციხეში ის ვერ იქნება სამართლიანი პატიმარი. როცა პოლიტიკოსია, როგორიც არ უნდა იყოს უკვე ჩნდება პრეზუმფცია. მაგალითად, გიორგი გახარია რომ დაიჭიროს 20 ივნისისთვის ბიძინა ივანიშვილმა, არ იქნება პოლიტიკური პატიმარი?!“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
1772426816
საზოგადოებასაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრები იქნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; დაესწრებიან კონფერენციასაც, რომელიც სუვერენული...
1772398381
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მთავარი არის უსაფრთხოება, ყველა ქვეყნისთვის ალბათ, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რომ არ იყოს ომი - მშვიდობა გაძლევს შემდეგ ბევრი რაღაცის შესაძლებლობას. როდესაც ეს არ არის, მერე ყველაფერი მეორეხარისხოვანია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გამოწვევები ყველა მხარეს არის გა...
1772396734
მსოფლიოარაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებს, რომ თეირანში თავის საელჩოს ხურავს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. გარდა ამისა, მათივე ცნობით, ელჩის და ყველა სხვა დიპლომატის გაწვევა იგეგმება. ქვეყნის...
1772395370
ახალი ამბებირეზა ფეჰლევი: უზენაესი ლიდერის სიკვდილი „დასასრული“ არ არის
ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის სიკვდილი „დასასრული“ არ არის და ირანელებს ისლამური რესპუბლიკის დამხობისკენ მოუწოდებს. რეზა ფეჰლევის თქმით, ხალხ...
1772391915
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებული არამეგობრული პოლიტიკა არის სამართლიანობისგან მთლიანად დაცლილი, მიზანმიმართული აქტივობა
ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებული არამეგობრული პოლიტიკა არის სამართლიანობისგან მთლიანად დაცლილი, მიზანმიმართული აქტივობა, - განაცხადა...




























