სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 13 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“ და 7 კილოგრამი „მარიხუანა“. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სათბურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785390559

საზოგადოება

სპორტის მინისტრი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

სპორტის მინისტრი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ ქართველ სუმოისტებს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ვერცხლისა და ექვსი ინდივიდუალური მედლის მოპოვება მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენე...

სპორტის მინისტრი

1785388669

საზოგადოება

წვიმა, ელჭექი, სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი.  შესაძლებელ...

წვიმიანი ამინდი

1785387707

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანი უახლოეს კვირებში ჩინური წა...

ტრამპი და სი ძიპინი

1785358806

მსოფლიო

დონალდ ტრამპს სურს, რომ ზელენსკიმ ომი დაასრულოს

„მსურს, რომ მან ომი დაასრულოს“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშაბათს, 28 ივლისს გამართულ შეხვედრას. „ძალიან მარტივი ამბავია. ორივესთან კარგი ურთიერთობა მა...

ტრამპიტრამპი

1785357384

ახალი ამბები

ისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰეზბოლამ“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია

ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებას სამხრეთ ლიბანში ტექნიკაზე თავდასხმის ორგანიზებას ედავებია...

ისრაელის თავდაცვის ძალები