მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სილვიუ დომენტეს დამსახურებას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ეფექტურ მუშაობაში. მინისტრმა მას თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა, ჯილდო, მასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფასების გამოხატულებაცაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
მხარეებმა ის რეფორმები შეაჯამეს, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციის ცენტრის გახსნას, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასა და სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის შექმნას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ და სხვა ერთობლივმა პროექტებმა, მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვნად გაზარდა ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სილვიუ დომენტე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
1785394241
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამ...
1785392082
მსოფლიორუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა
რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მორიგი მასშტაბური შეტევის შედეგად...
1785390559
საზოგადოებასპორტის მინისტრი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
სპორტის მინისტრი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ ქართველ სუმოისტებს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ვერცხლისა და ექვსი ინდივიდუალური მედლის მოპოვება მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენე...
1785388669
საზოგადოებაწვიმა, ელჭექი, სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელ...
1785387707
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანი უახლოეს კვირებში ჩინური წა...



























