რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა
რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მორიგი მასშტაბური შეტევის შედეგად დაზიანებები დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევსა და ლვოვში. თავდასხმა რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი იერიშისთვის ემზადებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში, ლვოვში, კრივი რიჰსა და პოლტავის ოლქში სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, ხოლო სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა.
აფეთქებების ხმა უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის ქვეყნის შორეულ დასავლეთ რეგიონებში ისმოდა, რომლებიც ფრონტის ხაზიდან ასეულობით კილომეტრით არიან დაშორებული.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დედაქალაქში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ჩამოვარდნილი ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა სვიატოშინსკის რაიონში მდებარე ავტოფარეხში, ასევე ობოლონის რაიონის ბაზარში.
კიევის ოლქში, დედაქალაქის შემოგარენში, ბროვარიში სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
1785387707
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანი უახლოეს კვირებში ჩინური წა...
1785358806
მსოფლიოდონალდ ტრამპს სურს, რომ ზელენსკიმ ომი დაასრულოს
„მსურს, რომ მან ომი დაასრულოს“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშაბათს, 28 ივლისს გამართულ შეხვედრას. „ძალიან მარტივი ამბავია. ორივესთან კარგი ურთიერთობა მა...
1785357384
ახალი ამბებიისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰეზბოლამ“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია
ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებას სამხრეთ ლიბანში ტექნიკაზე თავდასხმის ორგანიზებას ედავებია...
1785356472
მსოფლიოუკრაინის გენერალურმა შტაბმა საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი გამოაცხადა
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ახალი მეთაურის, გენერალ მიხაილო დრაპატის ხელმძღვანელობით, საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი ჩატარდება. ეს გად...
1785354557
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე „მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“: მისი მანიაკალური, ჩამოუყალიბებელი გიჟის შიგთავსი, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 9 წელი, თურმე ემშვიდობება თავის ფიზიკურ იპოსტასს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც „მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“, აღნიშნული განცხადების...





























