შალვა ოგბაიძე: ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით
დედაქალაქის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე პარკირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.
შალვა ოგბაიძემ მათ განცხადებას პოპულისტური უწოდა და განმარტა, რომ დედაქალაქის მერიამ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად შესაბამისი კვლევის შედეგად ავტოსადგომების მშენებლობისთვის 5 ადგილი შეარჩია და ტენდერი გამოაცხადა.
„თავიდან აღნიშნული მშენებლობისთვის გარკვეული თანხა განისაზღვრა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომეს თანხა 1 ლარამდე შემცირდა, მსურველი არავინ გამოჩნდა.
აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე 200-300 ადგილიანი პარკირება ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ეს ყოველდღიურად მოძრავ 700 000 ავტომობილს ვერ უშველის“,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არც ერთი დიდი ქალაქის ისტორიულ ნაწილში საკუთარი ინიციატივით საპარკინგე ადგილებს არავინ აწყობს.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით და დედაქალაქის ისტორიული ნაწილი ფეხით მოსიარულეებს და ტურისტებს უნდა დაეთმოთ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ავტოსადგომებისა და პარკირების აშენება“, - მიიჩნევს შალვა ოგბაიძე.
1780059015
საზოგადოებამოსამართლე ლევან დარბაიძე პოლიციელების საქმის განხილვის აცილებაზე: საქმე ავიცილე, რადგან ერთ-ერთ ბრალდებულთან ჩემს ოჯახს აქვს ნათესაური კავშირი - ჩემი მეუღლის ნათესავია
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლევან დარბაიძე განმარტავს, რატომ აიცილა პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“...
1780057683
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე უკლებლივ ყველა მხარე დიუშენის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს
რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და დაახლოებით თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. უკლებლივ ყველა საუბრობს კი...
1780057113
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე ოპოზიციის წარმომადგენელს: თქვენი არჩევანია, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატირება გადაწყვიტეთ
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ქარდავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ ს...
1780054677
ახალი ამბებიქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს
ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლის სამძე...
1780051468
საზოგადოებაკახა კალაძე: სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა
„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა...


























