საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა - ცდილობენ, წყენა და დაპირისპირება დათესონ
„ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“.
„ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ.
კარგად ვხედავთ, რომ ამ მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარს გადასული ინტერესით, პირიქით და ირიბად ცდილობენ, დააკნინონ ჩვენი პატივცემული მღვდელმთავრების ღირსება.
ამ კონტექსტში საზოგადოებისა და ეკლესიის სისავსისათვის გვინდა, მაღალყოვლადუსამღვდელოესის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) შესახებ განვმარტოთ და ვთქვათ:
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში მაღალყოვლადუსამღვდელოესი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) არის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი ქრისტიანული ცხოვრებით მოღვაწე მღვდელმთავარი. ის მრავალი წლის განმავლობაში თავდადებულად ემსახურება დედაეკლესიას, თავისი ზნეობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის საქართველოს ეკლესიის ზნეობრივი კომისიის წევრი. მისი როლი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. ღრმად გვწამს, რომ ასევე იქნება მომავალშიც“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1777791364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის...
1777789812
ახალი ამბებიტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5000-ზე მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიიდან 5000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გერმანიიდან ამე...
1777789459
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მო...
1777754609
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ
„მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არ აქვთ მათ ა...
1777751755
საზოგადოებაპრემიერი: სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით, ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა - ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ
ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პ...





























