წილოსანი ნანა დიხამინჯიას პოსტზე: როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო, სწორედ მის სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქონების „ახევაში“ მონაწილეობდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში აქტივისტ ნანა დიხამინჯიას პოსტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო.

მისივე თქმით, სწორედ დიხამინჯიას სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც წილოსანის ქონების „ახევაში“ მონაწილეობდნენ.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე ნამდვილად არ ღირდა ნანა დიხამინჯიასთვის მეპასუხა, თუმცა დღეს უკვე აუცილებლად გამოვეხმაურები მის პოსტს და დავეხმარები გარკვევაში: როცა კითხვას სვამს თუ რა გააკეთა ჩემმა ოჯახმა, თავის „ბაბლში“ ნამდვილად ვერ მოუყვებიან, რომ ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა, ხოლო გურიაში ადამიანი არ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ რაიმე სჭირდებოდა და ჩემი ოჯახი გვერდით არ დაუდგა არ გამოვრიცხავ ნანა დიხამინჯიას მორალის ადამიანებისთვის ეკლესიის მშენებლობა, პირიქით, დანაშაულად აღიქმებოდეს, ხოლო ადამიანების დახმარება უბრალოდ ეფემერულ ქმედებად, ამიტომ სამეწარმეო საქმიანობაზეც მოვუყვები... ჩემმა ოჯახმა, მაშინ, როცა ყველა ქარხნებს შლიდა და ყიდდა, ვაგონმშენებლობა შეუნარჩუნა საქართველოს, და ნანა დიხამინჯიას საყვარელ ნაციონალებს ორჯერ რომ არ გავეკულაკებინეთ, ორჯერ რომ არ ”აეხიათ” ქარხანა და არ გავეკოტრებინეთ, 1000 ადამიანი გვყავდა დასაქმებული საწარმოებში ამიტომ, როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო. სწორედ მის სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქონების „ახევაში“ მონაწილეობდნენ პ.ს გარდა უმეცრებისა, თან უტიფარი მატყუარაა - არასდროს მითქვამს ევროპა და ამერიკა გვრყვნისთქო, ალბათ ქვეცნობიერად თავად ფიქრობს ამას, თორემ რატომ წამოსცდებოდა ეს ჩემზე )) სამწუხაროდ, იმდენად უღირსი ქალია, ჩემს პირად ცხოვრებასაც კი გადასწვდა. თუმცა მოდით, ამ ნაწილს უპასუხოდ დავტოვებ“, - წერს ნინო წილოსანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745320209

მსოფლიო

„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნ...

დონალდ ტრამპი

1745318915

ახალი ამბები

კახა კალაძე: ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?

„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძ...

კახა კალაძე

1745315657

ახალი ამბები

„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“ - კახა კალაძე

„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად. მისი თქმით, ხე...

კახა კალაძე

1745314243

ახალი ამბები

კახა კალაძე: ნუ ელოდებით, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს

„ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე დასმულ შეკით...

კახა კალაძე

1745314150

ახალი ამბები

ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. „ქალბატონებო და ბატონებო, ამ წერილის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ა...

ცესკო