საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა

საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში განთავსდება. აღნიშნულ საგამოფენო სამუზეუმო სივრცეში ამ ხელოვნების ნიმუშის გამოფენა მისი ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენასა და საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

ცენტრის სამუზეუმო დარბაზი განახლებადი პერიოდულობით დროებით და მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს ეთმობა. ამ სივრცეში გამართული გამოფენები გამოირჩევა დამთვალიერებელთა მაღალი ნაკადით და სარგებლობს ფართო საზოგადოების დიდი ინტერესითა და მოწონებით. შესაბამისად, დიმა ანთაძის ნამუშევრის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში განთავსება ახალ კულტურულ მნიშვნელობას შეიძენს.

საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს მადლობა გადაუხადა ფერწერული ტილოს გადაცემისთვის და აღნიშნა, რომ, ხელოვნების ნიმუშების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ხელოვანების ცნობადობის გაზრდა და ხელშეწყობა.

ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა. ეს არის თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა, რომელიც მოიცავს მედიათეკას, სამუშაო, სალექციო და საკონფერენციო აუდიტორიებს, სამკითხველო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს.

აღსანიშნავია, რომ ამავე ცენტრში გაიმართა საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ჟურნალის მეორე ნაწილის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საქპატენტის თავმჯდომარემ ცენტრს დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790859524

ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უფროსი თაობის ა...

საარჩევნო ადმინისტრაცია

1790859399

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026-ის“ ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაანონსებულ აქციას ეხმაურება და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშ...

შსს  შსს შსს

1790857826

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე საუბრობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრა...

ლადო სადღობელაშვილი

1790857752

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1-ელ ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება

„ამ სიმბოლურ დღეს, იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას,“ - ასე ეხმაურება ანალ...

ლადო სადღობელაშვილი

1790856438

ახალი ამბები

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ას...

 წვიმა და ელჭექი