ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1-ელ ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება

„ამ სიმბოლურ დღეს, იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას,“ - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1-ელ ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა.

„1-ელი ოქტომბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში გარდამტეხი თარიღია — დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი თქვა ძალადობაზე, სისტემურ უსამართლობასა და სიცრუეზე. 2012 წლის ეს გამარჯვება იყო ხალხის ნების გაერთიანება იმ იდეალების გარშემო, რასაც ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ჰქვია. სწორედ ამ სიმბოლურ დღეს, იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1-ელ ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა. დღეს, როდესაც ეს პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ცდილობენ დესტაბილიზაციის შემოტანას, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მკაფიო: 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარი და ხალხის არჩევანი ხელუხლებელია, ხოლო პოლიტიკური რევანშის ყოველი მცდელობა ისევ და ისევ ხალხის მტკიცე პოლიტიკურ პასუხს შეეჯახება,“ - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790857826

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე საუბრობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრა...

ლადო სადღობელაშვილი

1790856438

ახალი ამბები

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ას...

 წვიმა და ელჭექი

1790855337

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1790854033

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: „ევროპის სახალხო პარტია“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ, მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს ის ევროპიდან, არამედ რას ითხოვს ქართველი ხალხი

„ევროპის სახალხო პარტია“ სააკაშვილის და მისი სადისტური რეჟიმის მეგობრებით არის დაკომპლექტებული და ისინი საქართველოს თაობაზე ევროკავშირისგან სხვას რას მოითხოვენ?“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურ...

დავით მათიკაშვილი

1790852843

ახალი ამბები

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა

1-ელ ოქტომბერს საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:51-ზე აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 20კმ-ში მოხდა...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა