ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე საუბრობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან
ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებები რეალობას აბსოლუტურად აცდენილია და მხოლოდ იაფფასიან პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება.
ანალიტიკოსის თქმით, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სწორედ ის ადამიანია, რომლის საბანკო საქმიანობამაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, ათასობით ოჯახი სწორედ მისი ბანკის ვალებისა და კაბალური პირობების გამო დარჩა ღია ცის ქვეშ, სახლ-კარის გარეშე.
სადღობელაშვილის შეფასებით, საზოგადოება მშვენივრად ასხვავებს ერთმანეთისგან რეალურ ქველმოქმედებასა და ქვეყნის მშენებლობას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი ქონება ხალხის გაღარიბებისა და უსახლკაროდ დატოვების ხარჯზე დააგროვეს.
„ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებები რეალობას აბსოლუტურად აცდენილია და მხოლოდ იაფფასიან პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება. როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე საუბრობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან. „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სწორედ ის ადამიანია, რომლის საბანკო საქმიანობამაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ათასობით ოჯახი სწორედ მისი ბანკის ვალებისა და კაბალური პირობების გამო დარჩა ღია ცის ქვეშ, სახლ-კარის გარეშე.
ხალხის გაკოტრებისა და უსახლკაროდ დატოვების ხარჯზე გამდიდრებული მილიონერები დღეს მორალისტის როლში გამოდიან და ცდილობენ, საზოგადოებას თავი ხალხის ინტერესების დამცველად წარუდგინონ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს — მისი მოღვაწეობა, განსხვავებით ოპონენტებისგან, გამყარებულია კონკრეტული საქმეებითა და ქველმოქმედებით. საზოგადოება მშვენივრად ასხვავებს ერთმანეთისგან რეალურ ქველმოქმედებასა და ქვეყნის მშენებლობას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი ქონება ხალხის გაღარიბებისა და უსახლკაროდ დატოვების ხარჯზე დააგროვეს,“ - ლადო სადღობელაშვილი.
1790857752
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1-ელ ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება
„ამ სიმბოლურ დღეს, იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას,“ - ასე ეხმაურება ანალ...
1790856438
ახალი ამბებიელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ას...
1790855337
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა...
1790854033
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „ევროპის სახალხო პარტია“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ, მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს ის ევროპიდან, არამედ რას ითხოვს ქართველი ხალხი
„ევროპის სახალხო პარტია“ სააკაშვილის და მისი სადისტური რეჟიმის მეგობრებით არის დაკომპლექტებული და ისინი საქართველოს თაობაზე ევროკავშირისგან სხვას რას მოითხოვენ?“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურ...
1790852843
ახალი ამბებისაქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა
1-ელ ოქტომბერს საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:51-ზე აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 20კმ-ში მოხდა...





























