სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციაც რამდენჯერმე განახორციელა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალებები.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და გასაღება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
1751479505
საზოგადოებადროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1751479144
ახალი ამბებითბილისში კაცმა მეზობელი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...
1751478250
საზოგადოებაგახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...
1751478217
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...
1751476342
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...