სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა
                შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფისა" და სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1976 წელს დაბადებული ბ.ქ., 1995 წელს დაბადებული ე.ქ., 1997 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1996 წელს დაბადებული თ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბ.ქ. და ჯ.ა. უკანონოდ ცდილობდნენ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულებმა ე.ქ.-მ და თ.თ.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და გადაკვეთას გულისხმობს.
1762261956
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7109 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1762261296
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ერთ-ერთი უმსხვილესია მთელ რეგიონში
ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ჩვენს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც...
1762260267
საზოგადოებაგია ვოლსკი: ვიზალიბერალიზაციის თემის განხილვისას პოლიტიკური მდგენელის გარდა, იმედი გვაქვს, გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი საკითხები, მათ შორის რეიტინგები
„ვიზალიბერალიზაციის თემა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იქნება განხილული, მაგრამ დღეს რა განხილვაც შედგება, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი განხილვებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვი...
1762257921
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ დოჰაში გამართულ მსოფლიო სოციალურ სამიტში მონაწილეობა მიიღო
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, დოჰაში გამართულ, მსოფლიო სოციალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის მთავარი თემა სოციალური განვითარების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. სესიაზე, სიღარიბის აღმოფხვრ...
1762257124
ახალი ამბებიმარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები...

















                                    
                                    
                                    
                                        
                                        
                                        
                                        
                                        








