საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო“ ისტორიის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია

„აი ფაქტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო“ ისტორიის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაგრძელება“, - ამის შესახებ განცხადებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში - ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი და ოპერატორი, ფლობს მოქმედ კლასს Lloyd’s Register (გაერთიანებული სამეფო) და უზრუნველყოფილია მოქმედი P&I და Hull & Machinery დაზღვევით.

„გემს გავლილი აქვს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის შემოწმება სკაგენის საღუზე რაიონში, დანიის სამეფო (Paris MoU რეგიონი) 2025 წლის 05 დეკემბერს და არ ყოფილა დაკავებული.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმედონიანი შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანქციური ან სამართლებრივი შეზღუდვები (გაერო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი).

2025 წლის განმავლობაში გადაადგილდება: ეგვიპტის, სინგაპურის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის და რუსეთის ნავსადგურებში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და ოფიციალური ფაქტების იგნორირებაზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები მიზნად ისახავს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, რაც მიუღებელია.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება და ვერ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების მიზნით და ყველა პროცედურა სრულად შეესაბამება მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770307097

ახალი ამბები

გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა

გარდაბანში კაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. როგორც „ექსკლუზივს„ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლი...

პოლიციაპოლიცია

1770305973

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებს შეხვდა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა...

მიხეილ ყაველაშვილი

1770303521

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: ბოლონიის პროცესი გულისხმობს უმაღლესი განათლების შინაარსობრივ თავსებადობას და ბოლონიის პროცესი არ საუბრობს სასკოლო განათლების წლების რაოდენობაზე

ბოლონიის პროცესი გულისხმობს უმაღლესი განათლების შინაარსობრივ თავსებადობას და ბოლონიის პროცესი არ საუბრობს სასკოლო განათლების წლების რაოდენობაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნი...

მარიამ ლაშხი

1770303329

ახალი ამბები

ვოლსკი: აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტი საუბრობს, რომ ევრობიუროკრატია პირდაპირ იჭრება კონკრეტული ქვეყნების შიდა საქმეებში, ფაქტია, ზუსტ დასკვნას აკეთებს, რასთან გვაქვს საქმე

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტი საუბრობს, რომ ევრობიუროკრატია მონსტრად გადაიქცა და რომელიც პირდაპირ იჭრება კონკრეტული ქვეყნების შიდა საქმეებში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა...

გია ვოლსკი

1770302338

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი ევროინტეგრაციის კურსის შესახებ: კონსტიტუციური ჩანაწერი არის ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მომქცევი და იზოლაციის საფუძველი ამ ახალ მსოფლიო რეალობაში, რომელიც ჩვენს თვალწინ შედგა

პირდაპირ ვაცხადებთ, რომ სწორედ კონსტიტუციური ჩანაწერი არის ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მომქცევი და იზოლაციის საფუძველი ამ ახალ მსოფლიო რეალობაში, რომელიც ჩვენს თვალწინ შედგა, - განაცხადა გადაცემაში „დღის...

ვატო