პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, „რატის ბარში“ ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და არაერთგზის) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) და სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1770710264
ახალი ამბებიპრემიერი სურსათის ფასებზე: ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა
ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე,...
1770709071
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე და ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან
ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ...
1770708471
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით
ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...
1770708187
ახალი ამბებიმსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...
1770707991
ახალი ამბებიშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...































