საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 65 100 000 ლარად გაიყიდა
თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
"მაუწყებლის კუთვნილი ქონება, ფასით 65 000 000 ლარი, აუქციონზე სარეალიზაციოდ პირველ სექტემბერს იყო გამოტანილი (საკადასტრო კოდი:01.14.14.009.052).
გარიგების შეთავაზება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით მოხდა, ინფორმაცია განთავსებული იყო ელექტრონულ მისამართზე.
აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე ჰქონდათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება.
მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის დეკემბერში",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793811565
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...
1793810845
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...
1793810460
საზოგადოებასაგარეო უწყება: მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების განსამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ანგარიშს
ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ ძალისხმევას ეხება, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას...
1793806305
მსოფლიო„ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“ - თეთრი სახლი შუალედური არჩევნების შემდეგ მიმართვას ავრცელებს
შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის მძიმე მარცხის შემდეგ, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. „ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“, - ასეთი მინაწერი გაუკეთა თეთრმა სახლმა გამოქვეყნებუ...
1793803413
ახალი ამბებისაგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის...


























