იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველობის ინოვაციების გაეროს სამიტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციის საკითხებს ეძღვნება, 200-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებისათვის.
ლანა მორგოშიამ ულვი მეჰდიევს მიაწოდა ინფორმაცია ქართული ინოვაციური პროექტების – იუსტიციის სახლების, მობილური იუსტიციის სახლის, სერვისების ერთიანი პორტალისა და „გონიერი კონტრაქტის“ შესახებ. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის შემდგომ გაუმჯობესებაზე, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს შესაძლებლობებს. უწყება მომხმარებელთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით განიხილავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტიზებული სისტემების დანერგვას იუსტიციის სახლის ფილიალებში.
საჯარო მმართველობის ინოვაციების გაეროს სამიტი ქ. ბაქოში 5-6 ნოემბერს ტარდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვედრები აქვს დაგეგმილი უცხოელ კოლეგებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
1793803413
ახალი ამბებისაგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის...
1793802758
საზოგადოებაგიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და ამოცანას ასრულებდა
„ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრ...
1793800742
საზოგადოებათემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავ...
1793799182
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, ნელ-ნელა ცარიელ ფურცლად, ცარიელ ქსოვილის ნაჭრად გადაიქცევა
ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო...
1793797671
ახალი ამბებიბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და შესაბამის...


























