CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციების შესუსტებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის მიდგომაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით, - წერს CNN-ი.
როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, თითქმის ორი წლის განმავლობაში ტრამპი ეჭვქვეშ აყენებდა ამერიკული საგარეო პოლიტიკის დამკვიდრებულ პრინციპებს, რაც გაურკვევლობას ქმნიდა როგორც ვაშინგტონის მოკავშირეებში, ისე მის მოწინააღმდეგეებში. ახლა ისინი ცდილობენ გაიგონ, აიძულებს თუ არა საარჩევნო წარუმატებლობა პრეზიდენტს წავიდეს კომპრომისებზე, თუ, პირიქით, უფრო ხისტს გახდის საკუთარი გადაწყვეტილებების გატარებაში.
„დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა ის საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს, რაც მსოფლიო ლიდერებს კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს: აიძულებს თუ არა დამარცხება მას კომპრომისებზე წასვლას, თუ უფრო ხისტს გახდის საკუთარი მიზნების მიღწევაში?“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორების თქმით, კიევმა ფაქტობრივად ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე დაიწყო მზადება ტრამპის პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან ბოლო თვეებში არსებითად გაუარესდა: ტრამპი მოითხოვდა უკრაინის ლიდერის შეცვლას, ლობირებდა რუსეთისთვის ხელსაყრელ ენერგეტიკულ შეთანხმებებს და აბრკოლებდა უკრაინის წვდომას ამერიკულ ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო ინფორმაციაზე. ამიტომ ტრამპის დამარცხება კიევისთვის ნამდვილ საჩუქრად გამოიყურება.
თუმცა ტრამპის პოზიციების შესუსტება უკრაინისთვის ვითარების გარანტირებულ გაუმჯობესებას არ ნიშნავს. კიევი კვლავ იძულებულია ითანამშრომლოს თეთრ სახლთან სამხედრო სფეროში. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ვლადიმირ პუტინი შესაძლოა შეეცადოს მაქსიმალურად გამოიყენოს ტრამპის საპრეზიდენტო უფლებამოსილების დარჩენილი დრო, რათა უკრაინაში სამხედრო წარმატებებს მიაღწიოს.
1793806305
მსოფლიო„ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“ - თეთრი სახლი შუალედური არჩევნების შემდეგ მიმართვას ავრცელებს
შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის მძიმე მარცხის შემდეგ, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. „ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“, - ასეთი მინაწერი გაუკეთა თეთრმა სახლმა გამოქვეყნებუ...
1793803413
ახალი ამბებისაგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის...
1793802758
საზოგადოებაგიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და ამოცანას ასრულებდა
„ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრ...
1793800742
საზოგადოებათემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავ...
1793799182
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, ნელ-ნელა ცარიელ ფურცლად, ცარიელ ქსოვილის ნაჭრად გადაიქცევა
ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო...

























