დავით ჩიხელიძე: ქართველი „აკაცუკის“ გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს, მხოლოდ ქართველ „აკაცუკებს“ აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“
„ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა ომის გაგრძელებას მხარი და არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, ირანთან ომმა მძიმე ეკონომიკური ტვირთი დააკისრა ამერიკელ საზოგადოებას, ხოლო დონალდ ტრამპმა ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები და ვერ შეძლო უკრაინაში ომის დასრულება.
ექსპერტის შეფასებით, ომი ადამიანების სიცოცხლეს, ოჯახებსა და ქვეყნის მომავალს ანადგურებს, თუმცა ქართველი ოპონენტებისთვის ეს შედეგები პოლიტიკური მიზნების მიღწევასთან შედარებით მნიშვნელობას მოკლებულია.
„ქართველი „აკაცუკის“ გარდა, ყველას ჰყოფნის გონიერება, დაინახოს ომის რეალური ფასი და ის დამანგრეველი შედეგები, რაც მას მოაქვს. მხოლოდ ქართველ „აკაცუკებს“ აქვთ ომის სურვილი და ამის დასტურია მათი არაერთხელ ნათქვამი სიტყვები: „დიახ, ომი გვინდა!“
ამერიკაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატები ანგელოზები ან მშვიდობის მოყვარულები არიან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა ომის გაგრძელებას მხარი და არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა.
მართალია, ომი ირანის წინააღმდეგ ამერიკის ტერიტორიას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიდა, მაგრამ ის მძიმე ტვირთად დააწვა როგორც რიგით ამერიკელებს, ისე მთლიანად ამერიკის ეკონომიკას. ტრამპმა ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები: ვერ დაასრულა ომი უკრაინაში, პირიქით, ირანთან დაიწყო კიდევ ერთი ომი, რომელსაც ამერიკელი საზოგადოებისთვის ხელშესახები შედეგი არ მოუტანია. ტრამპი ვერ აღმოჩნდა ის ლიდერი, რომელიც მშვიდობის დამყარებას შეძლებდა.
დემოკრატებმა ისეთი შტატებიც კი მოიგეს, რომლებიც ტრადიციულად რესპუბლიკელების დასაყრდენად მიიჩნეოდა. რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გაიზარდა საზოგადოების უკმაყოფილება არსებული პოლიტიკით და რამდენად მნიშვნელოვანი გახდა მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხი.
ამერიკაში ჩატარებული არჩევნები დაფიქრებისთვის ნამდვილად კარგი მაგალითია. ამერიკელმა ამომრჩეველმა ხელისუფლებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნა: ხალხს ომის დაუსრულებელი გაგრძელება კი არა, მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა სურს.
სამწუხაროდ, ეს მარტივი ჭეშმარიტება ქართველ „აკაცუკებამდე“ ჯერ კიდევ ვერ მიდის. მათთვის ომი პოლიტიკური იარაღია, რომლის რეალური შედეგი, ადამიანების სიცოცხლე, დანგრეული ოჯახები და განადგურებული ქვეყანა თითქოს არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს ჩიხელიძე.
1793810460
საზოგადოებასაგარეო უწყება: მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების განსამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ანგარიშს
ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ ძალისხმევას ეხება, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას...
1793806305
მსოფლიო„ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“ - თეთრი სახლი შუალედური არჩევნების შემდეგ მიმართვას ავრცელებს
შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის მძიმე მარცხის შემდეგ, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. „ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“, - ასეთი მინაწერი გაუკეთა თეთრმა სახლმა გამოქვეყნებუ...
1793803413
ახალი ამბებისაგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის...
1793802758
საზოგადოებაგიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და ამოცანას ასრულებდა
„ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრ...
1793800742
საზოგადოებათემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავ...


























