შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე: მათ, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით

„მათ კი, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ.

„ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ. იცოდნენ რომ, თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავ სიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაივლიდნენ ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს სად მივარდნოდნენ.კედელთან მიაყენებდნენ მათ სამიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოესარჩლებოდა.

ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშს დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ. ზიზღი ხომ საკუთარ ლეგიტიმურ უფლებად მიაჩნიათ.ეს იცოდა ოთხში ოთხ საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა - პოლიტიკოსმაც და ენჯეოშნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ. იცოდნენ და მაინც მივიდნენ.

ნეპალი ვერ შედგა. სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ.

ყველას ჰქონდა არჩევანი - აჰყოლოდა ან არ აჰყოლოდა, მისულიყო ოთხში ოთხზე ან არ მისულიყო, ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არ ესროლა, შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში ან არ შევარდნილიყო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს.

ვისაც არჩევანის გაკეთების სითამამე ჰყოფნის, მისი შედეგის მიღების სითამამეც უნდა ეყოს.მათ კი, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776755774

ახალი ამბები

The National Interest: რატომ უნდა გააუმჯობესოს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში თებერვალში მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი შედეგი ჰქონდა: საქართველო, რომელიც მისი ვიზიტის პროგრამაში არ შედიოდა, კვლავ ყურადღებ...

ირაკლი კობახიძე

1776755375

ახალი ამბები

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო...

პროკურატურა

1776754568

ახალი ამბები

პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემი...

სპეცოპერაცია

1776754033

ახალი ამბები

მაღაზიიდან 6 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაცია...

დაკავებულია ერთი პირი

1776753857

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბა...

დაკავება დაკავება