შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, ასეთი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი მათ მიღმა თავსმოხვეული პოლიტიკით დავზიანდებით
„ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „მარტა კოსი აცხადებს, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კოსი ამას ამბობს იმ ფონზე, როცა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ანგარიშები სხვას ამტკიცებს“.
კითხვის საპასუხოდ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბრიუსელის ლამაზი სიტყვები არ სჭირდება, თუკი მათ მიღმა ევრობიუროკრატიის თავსმოხვეული პოლიტიკა იქნება.
„ევროინტეგრაციის პროცესის მიხედვით, ერთადერთი, რაშიც მოლდოვას შეიძლება ჰქონდეს შთამბეჭდავი პროგრესი, არის ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან შექებები. ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებითა და თავს მოხვეული დირექტივებით.
მოლდოვის ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოზე მაღალი იყო უკრაინის ომამდე. 2021 წელს მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო თითქმის 14%, როცა ჩვენ 10%-მდე ვიყავით.
როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, მათ ჰქონდათ 5%-იანი ეკონომიკური, ამის შემდეგ 0-2%-ს შორის იცვლება ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაშინ, როცა საქართველოში ამ წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ არის 9%. სხვაობა რაშია – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ.
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები 31%-ზე მეტია მოლდოვაში, მოსახლეობის თითქმის მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმაა ამ დახმარებებისა და პროგრესების ფონზე. ჩვენ ამ პერიოდში 7%-მდე ჩამოვიყვანეთ ეს მაჩვენებელი.
სხვაობა რაშია - მოლდოვა უჯერებს ბრიუსელის ბიუროკრატიას, ჩვენ არა. ის, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით.
ერთადერთი, რაშიც მართლა გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, თუმცა ასეთი ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თუკი მათ მიღმა ჩვენ დავზიანდებით ბრიუსელისგან თავსმოხვეული პოლიტიკით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1791292856
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპრეცედენტო რღვევის პირობებში, უცხოური ჩარევა მსოფლიოში საზოგადოებების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და შემაშფოთებელ გამოწვევად იქცა
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, ტანზანიაში, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოურ ჩარევასა და გამჭვირვალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ...
1791292748
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანა...
1791292143
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1791290924
ახალი ამბებიპროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...
1791290318
საზოგადოებაპროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...




























