შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით, დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატოს წევრობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაზე, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას.

„ეს განცხადება ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არასდროს უნდა ვუღალატოთ ეროვნულ ინტერესებს, რაც მდგომარეობს მშვიდობიანი განვითარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში. ახლა ხომ ჩანს, რომ როგორც კი სხვა მიზნებს გავაფეტიშებდით და დავაყენებდით ეროვნულ ამოცანებზე ზემოთ, რომელიც ჩვენს ხელში არ არის - ნატოს, ევროკავშირის წევრობა და ა.შ., რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეატრიალონ როგორც უნდათ ისე, მოწყვლადს ვხდით ჩვენს ქვეყანას. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვის ხელშიც არის ამ მიზნების შესრულება, გულგრილი ხდებიან ამ მიზნების მიმართ და საბოლოო ჯამში რჩება დანგრეული ქვეყანა როგორც უკრაინაა.

როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვახსოვს შეძახილები, რომ უკრაინა არათუ ნატოს წევრი, ნატოს წამყვანი სამხედრო კონტინგენტის მქონე ქვეყანა იქნებოდა. ომი სანამ დაიწყებოდა, ზელენსკი გამოდიოდა და ამბობდა, ბოლოს და ბოლოს გვითხარით, გვიღებთ თუ არა ნატოშიო.
უნდოდათ იმის მიფუჩეჩება, თითქოს ნატოში წევრობა ომზე დამოკიდებული არ იყო, თუმცა დღეს შეთანხმებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატოს წევრობას.

ევროკავშირში წევრობაც, რომელიც დღის წესრიგში არ იდგა 2022 წლის ომამდე, უცებ წამოვიდა დღის წესრიგში, ყველას დაჰპირდნენ, რომ იქნებოდნენ ევროკავშირის წევრები. უკრაინას დაჰპირდნენ, რომ მოკლე ვადებში გახდებოდა ევროკავშირის წევრი. 2027 წლის პირველი იანვარიც კი დასახელდა ზოგიერთი პირის მხრიდან როგორც თარიღი. აგერ მოდის პირველი იანვარი და ვხედავთ, რომ არავინ აპირებს ევროკავშირში უკრაინის მიღებას. ვხედავთ, რომ აქვე აკეთებენ დათქმას, რომ თუ უკრაინას ევროკავშირში მიიღებენ, ექნება შეზღუდვები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს არის მთავარი, რომ სოფლის მეურნეობის ბაზრები, სუბსიდიები სჭირდება უკრაინას და ზუსტად ამაში ექნება შეზღუდვები. ამ დღეებში გაიმართება ზუსტად დისკუსია, რომ იყოს კლასობრივი დაყოფა. ეს არის სამწუხაროდ ის ტენდენცია, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მეტი მეტი მონტენეგროზე და ალბანეთზე თუ შეთანხმდებიან, მაგრამ იმის იქით ლიდერები გაფართოებასთან დაკავშირებით არა მგონია გულწრფელები იყვნენ და ყოველ დღიურად ამაში ვრწმუნდებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791293528

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მთავრობისა და პარლამენტისადმი სწორედ იმიტომ არის ხალხის ნდობა, რომ ვმოქმედებთ ხალხის ინტერესებით და არა გლობალური ტრენდებით განპირობებული ინტერესების მომსახურებით

„სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი რითაც არის დაკავებული, ეს არის პროპაგანდა, ეს არის, რასაც ჩვენ ვამხელთ, ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლაა, როცა ფიქრობენ, რომ პროპაგანდით ჩაანაცვლებენ ნამდვილ საქმეს“, - ამის...

შალვა პაპუაშვილი

1791292856

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპრეცედენტო რღვევის პირობებში, უცხოური ჩარევა მსოფლიოში საზოგადოებების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და შემაშფოთებელ გამოწვევად იქცა

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, ტანზანიაში, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოურ ჩარევასა და გამჭვირვალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ...

შალვა პაპუაშვილი

1791292748

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანა...

ციხე

1791292143

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა

1791290924

ახალი ამბები

პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა