შალვა პაპუაშვილი: „ნახევრად ფეხმძიმობა“ არ არსებობს - ან არიან პარლამენტის წევრები, ან არა, ასე რომ, ჩამოყალიბდნენ და ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში
თავი არ უნდა ჩაიგდონ ასეთ მდგომარეობაში. აბსოლუტურ სისულელეს ამბობენ, რომ მხოლოდ 8 %-ია ლეგიტიმური და დანარჩენი 92 % - არა. „ნახევრად ფეხმძიმობა“ არ არსებობს - ან არიან პარლამენტის წევრები, ან არა. ასე რომ, ჩამოყალიბდნენ და ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალი სივრცეში” სტუმრობისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებს როგორც გარედან უთხრეს, ისე მოიქცნენ, ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე არ ფიქრობენ და სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ.
„დღეს ვნახე, რუსთავის მერობის კანდიდატის - კეკენაძის ბრიფინგი, სადაც ის არალეგიტიმურობაზე საუბრობს. მან 2500 ხმა მიიღო რუსთავში, „ქართულმა ოცნებამ“ კი - 1 107 000 ხმა. ჩვენ გვესაუბრება 2500 ხმის პატრონი ლეგიტიმაციაზე? სასაცილოა... ამ ყველაფერს ხომ ვამბობდით? ეს პირველად არ ხდება. 2020 და 2021-შიც ასე არ მოხდა? 2020-ის შედეგები არ აღიარეს, 2021-ში პუფებივით შემოლაგდნენ. ახლაც პუფების მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა. ახლა ეს უნდა აიტანონ. საერთო ჯამში, ეს მათი ბრალი არც არის, მათ რაც უთხრეს, ის გააკეთეს, მაგრამ მათი ბრალი ისაა, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებდნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, შალვა კერესელიძესთან შეხვედრის დროს, რომელიც პარლამენტში შედგა, მათ ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს. მისივე თქმით მათ პარლამენტი სრულად დაეხმარება.
„გახარიას პარტიის წარმომადგენლები საჯაროდ ამბობენ, რომ აპირებენ, გამოიყენონ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტები, ასე რომ, მათ სრული შესაძლებლობა ექნებათ, კუთვნილი საპარლამენტო აქტივებით ისარგებლონ. მათ შორის, ამ მოწვევის პარლამენტში, ჩვენ გვაქვს ახალი რეგლამენტი, რომლის თანახმადაც, ოპოზიციისთვის ბევრი საინტერესო ინსტრუმენტია და შეუძლიათ გამოიყენონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1776422281
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბ...
1776421864
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ოქროსთვის იჭიდავებს
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალშია. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო. ეთერ ლიპარტელიანი...
1776421188
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...
1776420173
ახალი ამბები„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...
1776420095
ახალი ამბებილაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.





























