შალვა პაპუაშვილი: ოთხი წლის წინ უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს
ზუსტად ოთხი წლის წინ, 2022 წლის 28 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მეტიც, უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ქართულ ენაზე მიმართა საქართველოს მოქალაქეებს და საკუთარი მთავრობის იძულებისკენ მოუწოდა.
„იცოდა, ვისაც მიმართავდა. მეხუთე კოლონამ – „ლელო“, „გირჩი“, „სირცხვილია“, დემოკრატიის მცველები – ეს დავალება კარგად გაიგო და აქციის ორგანიზებაც დაიწყო.
იმ დღეს რამდენიმე ათასი ქართველი უცხო ქვეყნის დროშებით პარლამენტის წინ შეიკრიბა და საკუთარი მთავრობისგან სხვა ქვეყნის მთავრობის მოთხოვნისადმი დამორჩილება მოითხოვა.
იმ დღეს დავინახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე ათასი ქართველი, რომელიც მზად არის, უცხოს მითითებით საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონადაც კი გადააქციოს.
იმ დღის შემდეგ ამ რამდენიმე ათას ქართველს კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ მეხუთე კოლონად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ბოლოს ეს 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდება, როდესაც მათ, ბრიუსელის მხარდაჭერის ფონზე, თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად და ხელისუფლების დასამხობად გამოიყვანენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
1772270276
მსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს. „ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების იდენტიფიცირების შემდეგ ქვეყნის მასშტაბ...
1772269734
მსოფლიოირანული მედიის ცნობით, მასუდ პეზეშკიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი „სრულად ჯანმრთელადაა“, - იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის წინაა...
1772269056
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე: მადლობა „პოსტივის“ ყველა თანამშრომელს იმ სიმართლის თქმისთვის, რისთვისაც დიდმა ბრიტანეთმა დაგვასანქცირა — „პოსტივის“ არაფერი ემუქრება
დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედსა" და „პოსტვ"-სთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე და ტელეკომპანია „პოსტვ“-ის თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა....
1772267345
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესების მიზეზებზე საუბრობს და ერთ-ერთ მიზეზად დებატების ჩაშლის მცდელო...
1772265825
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა და აცხადებს, რომ აღნიშნული ს...































