ირაკლი კობახიძე: დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესების მიზეზებზე საუბრობს და ერთ-ერთ მიზეზად დებატების ჩაშლის მცდელობას ასახელებს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს და გასაკვირი არ არის, რომ ისინი პროცესის ჩაშლას კიდევ ერთხელ მოინდომებდნენ.
კობახიძის თქმით, „2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც თავისი არსითა და შინაარსით ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული“.
მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია, ვინაიდან 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოებაც და სახელმწიფოც ბევრად ძლიერია და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობა არავის მიეცემა.
„თუმცა 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით“, - წერს ირაკლი კობახიძე.
1772269734
მსოფლიოირანული მედიის ცნობით, მასუდ პეზეშკიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი „სრულად ჯანმრთელადაა“, - იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის წინაა...
1772269056
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე: მადლობა „პოსტივის“ ყველა თანამშრომელს იმ სიმართლის თქმისთვის, რისთვისაც დიდმა ბრიტანეთმა დაგვასანქცირა — „პოსტივის“ არაფერი ემუქრება
დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედსა" და „პოსტვ"-სთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე და ტელეკომპანია „პოსტვ“-ის თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა....
1772265825
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა და აცხადებს, რომ აღნიშნული ს...
1772264770
ახალი ამბები„ბრალდებული მოქალაქეებს საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა“ - აჭარის პოლიციამ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ლ.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს. ინფორ...
1772263258
ახალი ამბებიპრემიერი: ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დებატებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. იგი აღნიშნავს, რომ ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ დერბატები...































