შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ქართველი ერის შიგნით
ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს. ღირებულებების თვალსაზრისით, სხვადასხვა სამყაროში ვართ. ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ქართველი ერის შიგნით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: „ევროპის სახალხო პარტიის“ სამმა წევრმა კვლავ მოითხოვა მედიასაშუალებების დასანქცირება, მათ შორის „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, პოსტივის“. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?“
პაპუაშვილის შეფასებით, ამ სამ პოლონელ დეპუტატთან ქართველ ხალხს საერთო არ აქვს.
„ისინი „ევროპის სახალხო პარტიის“ და პოლონეთის სახელისუფლებო პარტიის წევრები არიან. ამ კონტექსტში რომ გავერკვეთ – „ევროპის სახალხო პარტია“ ის გაერთიანებაა, რომელიც ყრილობების დროს მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამს ხოლმე. ეს არის მათი ღირებულებითი სტანდარტი, რაც დიქტატორის მხარდაჭერას გულისხმობს. პოლონეთის მთავრობა ის მთავრობაა, რომელმაც ინიციირება გაუკეთა ე.წ. მოსკოვის მექანიზმს და მასთან დაკავშირებული, მისგან დაფინანსებული პირი ექსპერტად ჩასვა.
მოგვიანებით, ვნახეთ, როგორი ტექსტიც შედგა – ის სავსეა საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამებით. პოლონეთის მთავრობის ანტიქართულ პოლიტიკაში გასაკვირი არაფერია. შეგახსენებთ, თავის დროზე, სააკაშვილთან პოლონეთის მთავრობის ექიმები იყვნენ, რომელთაც რაღაც ნიმუშები წინდებით გაჰქონდათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დემოკრატიის მამოძრავებელ ძალას ეძახის დიქტატორ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა.
ევროპარლამენტის ჯგუფებზე როცა ვსაუბრობთ, ქართველ ხალხს მათთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს. ეს ცხადად გამოჩნდა. ღირებულებების თვალსაზრისით, სხვადასხვა სამყაროში ვართ. მათთან არანაირი საერთო არ გვაქვს. ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ქართველი ერის შიგნით და სხვა ქვეყნებთან, ხალხებთან მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით.
რა გვაქვს საერთო ამ სამ პოლონელ დეპუტატთან, რომელთაც არაფერი ესმით, პატივს არ სცემენ დემოკრატიას, სუვერენიტეტს? ისინი პატივს არ სცემენ არც ჩვენს მწუხარებას და არაფერს ქართულს. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დღევანდელ ფორმაში ევროკავშირი ევროპა არ არის თავისი ღირებულებებით.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხალხთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ გვაქვს. ევროპულ ღირებულებებს ასცდნენ, განუდგნენ ევროპულ ცივილიზაციას და თავი დააყენეს ყველა იმ ღირებულების მიღმა, რაზეც ქართველი ხალხი დგას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1782571216
საზოგადოებაგორში 16 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გორში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. როგორც გარდაცვლილი გოგოს ახლობლები ამბობენ, მას დენმა დაარტყა. დაღუპულია ვიკა არუთინიანი. ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან სა...
1782569508
საზოგადოებაჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის, თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს...
1782567316
საზოგადოებაჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის
პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პრო...
1782564581
საზოგადოებაგიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ წარმოუდგენელია მისი გასინჯვა, მას უნდა გადაედო ყველაფერი ჩვენთან შესახვედრად
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადებას ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტ...
1782562850
მსოფლიოტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით თავის სოციალურ ქსელში პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა. დოკუმენტის კადრებს პრეზიდენტმა წარწ...


























