შალვა პაპუაშვილი: თუ გერმანიის ელჩი თანაუგრძნობს ხოშტარიას მიზანს, აიძულოს ოპოზიცია ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, ამაში არაფერია გასაკვირი

გერმანიის ელჩმა, მისი, გუშინდელი, სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას, დაადასტურა, რომ მას, ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატვაად მივიდა“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, „ვენის კონვენციის“ მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან.
,,გერმანიის ელჩმა, მისი, გუშინდელი, სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას, დაადასტურა, რომ მას, ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახაატავად მივიდა.
რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ?
თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღის აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება, ანუ მისი სიცოცხლის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოჩენა და არა თვით მიზნად, რაც გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლით დაცული "ადამიანის ღირსების" შელახვაა.
ხოლო, თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი.
„ვენის კონვენციის“ მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან,” - წერს პაპუაშვილი.
1751218787
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა ევროპელ ბიუროკრატებზე: ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ აღებული და ღმერთმა იცის რას ლაპარაკობენ
არანაირი პერსპექტივა ამ დაწესებულებას აღარ აქვს და გასაკვირიც არ არის. ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ ა...
1751217082
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არაა წასახალისებელი ამბავი - მაგრამ, საქართველში მოიძებნა ფიგურა, გერმანიის ელჩი, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი ეხმიანება გერმანიის ელჩის ვიზიტს მოშიმშილე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ, ელენე ხოშტარიასთან, რომლის განცხადებითაც, შიმშილობას შეწყვეტს, თუ...
1751213290
საზოგადოებამეუფე შიო: მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით
„რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს.... რაც მეტია ღვთ...
1751208776
ახალი ამბებიგრეტა წიწავა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა - ვითომ კინკლაობთ, ერთნი ხართ და რასაც დაგავალებენ იმას გააკეთებთ!
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას...
1751203091
მსოფლიოუკრაინამ ოტავის კონვენცია ოფიციალურად დატოვა
უკრაინა ოფიციალურად ტოვებს ოტავის კონვენციას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებასა და გამოყენებას კრძალავს. ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამის განკარგულებას ვოლოდი...