შალვა პაპუაშვილი: უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში
„უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ როდესაც ადამიანი არის დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, შემდეგ ამ არჩევანის უარმყოფელი, ამ ადამიანის დაფინანსება იმ მიზეზით, რომ ეს სამოქალაქო დიალოგში შეტანილი წვლილია, ევროსაბჭოს მხრიდან ან თავის მოტყუებაა, ან ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.
„ამ ამბავს აქვს ორი განზომილება. პირველი, ეს არის – დაირღვა თუ არა კანონი და ამაზე აუდიტის სამსახური გასცემს პასუხს. ეს იქნება უდიდესი სკანდალი, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში. ვნახოთ, რა დასკვნა ექნება აუდიტს. თუმცა, ამ ამბავს მეორე განზომილებაც აქვს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო სკანდალურიც იყოს.
მე მგონი, ამას მტკიცებაც არ სჭირდება, რომ არმაზ ახვლედიანი არის გამორჩეული რადიკალი პოლიტიკოსი. 2020 წელს, წინა მოწვევის პარლამენტში, ის გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრთის პარტიული სიით პარლამენტის წევრი. არ აღიარებდა 2020 წლის არჩევნებს, დასჭირდა თვეები იმისთვის, რომ პარლამენტში შემოსულიყო და საქართველოს მოქალაქეების არჩევანისთვის პატივი ეცა. ამის შემდეგ, 2024 წლის არჩევნებში ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრი. ისიც ჩაიხსნა პარტიული სიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი გადაწყვეტილებით. ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოუწოდა არჩევნების არ აღიარებისკენ, რადიკალიზაციისკენ.
როდესაც ადამიანი არის დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, შემდეგ ამ არჩევანის უარმყოფელი, ამ ადამიანის დაფინანსება იმ სოუსით, რომ ეს სამოქალაქო დიალოგში შეტანილი წვლილია, ეს ევროსაბჭოს მხრიდან ან თავის მოტყუებაა, ან ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ევროსაბჭომ აირჩიოს ამ ორი პასუხიდან, რომელია სწორი. მესამე პასუხი აქ არ არსებობს, ვინაიდან ვერავინ, დედამიწის ზურგზე, ვერ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს. სამწუხაროა, რომ ასეთ განვითარებებს ვხედავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
1790084139
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს
„ამ ძალებისთვის შერიგების პოლიტიკა და ამ გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია. ამას ეწინააღმდეგებიან და ქართველებსა და აფხაზებს მტრებად ასახელებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“...
1790083693
საზოგადოებალევან მახაშვილი: აღმაშფოთებელია, როცა ფარულად და როგორც ჩანს, კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, აუდიტის სამსახურის მოკვლევას დაველოდოთ
„ბევრი კითხვა არსებობს, აუდიტის სამსახური მოიკვლევს და გაარკვევს, დაირღვა თუ არა კანონი და რა ნაწილში დაირღვა, ვის რა წილი აქვს ამ პროცესში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახა...
1790083313
საზოგადოებაპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა...
1790082693
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1790082157
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოზე შეტევა წახალისებული იყო იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც დღეს შეიძლება პრემიერს ხელს ართმევდეს, მაგრამ პოლიტიკა ასეა, არასდროს არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები
„საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეს...



























