პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული, არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა დაზარალებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, არასრულწლოვანის, 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ) და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
1790082693
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1790082157
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოზე შეტევა წახალისებული იყო იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც დღეს შეიძლება პრემიერს ხელს ართმევდეს, მაგრამ პოლიტიკა ასეა, არასდროს არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები
„საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეს...
1790081807
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს, თან ევროსაბჭოსგან
„სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს. თან, ვისგან? - ევროსაბჭოსგან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობ...
1790081724
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნ...
1790080987
ახალი ამბებიეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპ...





























