შალვა პაპუაშვილი: უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია
„ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის არჩევის შესახებ.
„დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის.
უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - ინებოს უფალმა, რათა მრავალი წლის მანძილზე სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.
ღვთის წყალობა და მადლი არ მოჰკლებოდეს მას. მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.
ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!
ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია”, - წერს პაპუაშვილი.
1778505178
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6843 ლარი გახდა. ლარი დოლართ...
1778504406
საზოგადოებაკახა კალაძე: ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას
ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი კახა კალაძე. როგორც იგი აღნიშნავს, ეს არის...
1778504231
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია
„ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია”, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბ...
1778504183
საზოგადოება„თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას“ - პრეზიდენტი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი...
1778503925
მსოფლიოუნგრეთის ახალ მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებენ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის. ამ თემაზე კომენტარი ორბანმა, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს, ორშა...


























