გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ ორ კანონპროექტზე იმსჯელა.

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონებში ცვლილებები სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ, მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი არამეწარმე ფიზიკური პირების გათავისუფლება ელექტრონული ჟურნალის წარმოებისა და მოწყობილობის ჟონვაზე შემოწმების ვალდებულებისგან.

ამასთან, საჯარო დაწესებულებებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავად გაიარონ სერტიფიცირება და საკუთარი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება უზრუნველყონ.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით წარადგინა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც გარდაბნის აღკვეთილის საზღვრის ცვლილებას და მისი ტერიტორიის 42.3 ჰექტარით გაფართოებას ითვალისწინებს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ჭალის ტყის ტერიტორიის ხარჯზე.

კომიტეტმა ორივე კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

სხდომაზე ასევე მოისმინეს „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.


მომხსენებელმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778505732

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია: გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს იმ გზას, რაც ილია მეორემ დაიწყო, ეკლესია არის ერთიანი და მყარი და ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს

მთელ ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას, იცით, რომ ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგიტოვა ეკლესია, რაც დღეს არის ღვთის მადლით, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ. მ...

მამა შალვა კეკელია

1778505178

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6843 ლარი გახდა. ლარი დოლართ...

ვალუტის კურსი

1778504406

საზოგადოება

კახა კალაძე: ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი კახა კალაძე. როგორც იგი აღნიშნავს, ეს არის...

კახა კალაძე

1778504231

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია

„ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია”, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბ...

შალვა პაპუაშვილ

1778504183

საზოგადოება

„თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას“ - პრეზიდენტი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი...

პრეზიდენტი პრეზიდენტი