დეკანოზი შალვა კეკელია: გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს იმ გზას, რაც ილია მეორემ დაიწყო, ეკლესია არის ერთიანი და მყარი და ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს

მთელ ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას, იცით, რომ ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგიტოვა ეკლესია, რაც დღეს არის ღვთის მადლით, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მისი თქმით, ეკლესია არის ერთიანი და მყარი.

„დღეს როცა ვისხედით კრებაზე, ვფიქრობდით იმაზე, თუ რა ეკლესია დახვდა პატრიარქს, დღეს როგორი ეკლესიაა. ამდენი ტაძარი, ამდენი მონასტერი. ღვთის მადლით, ჩვენ გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო. ბედნიერები ვართ იმით, რომ ეკლესია არის ერთიანი, მყარი და ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს. მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ. ბედნიერები იყავით და დატკბით ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით“, - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778504183

საზოგადოება

„თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას“ - პრეზიდენტი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი...

პრეზიდენტი პრეზიდენტი

1778503925

მსოფლიო

უნგრეთის ახალ მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის. ამ თემაზე კომენტარი ორბანმა, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს, ორშა...

ანიტა ორბანი

1778503583

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა 18:00 საათზე დაიწყება. სხ...

ოცნება ქართული

1778503114

ახალი ამბები

პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია (ახალარჩეული პატრიარქის ან პაპის ტახტზე სადღესასწაულო აყვანის რიტუალი) 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრია...

პატრიარქი პატრიარქი

1778502703

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, - განაცხადა სამების ტაძარში ახლ...

პატრიარქი შიო მესამე