შალვა პაპუაშვილი: ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს

ძალიან სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, რათა გავრცელდეს მათი მოსაზრებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კრიტიკის შესახებ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის, ვინც ამ სამარცხვინო საქციელში იყო ჩართული, ვინც ასეთ ადამიანებს აძლევს ტრიბუნას, ორივე თანაბრად არიან არა მხოლოდ ქართული ეკლესიის მტრები, არამედ ქართული საზოგადოების მტრები.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ ზუსტად იგივე ხალხს, არაფერი ახალი არ არის, პეტრე ცაავა ნანუკა ჟორჟოლიანთან იყო ხომ, ერთიც და მეორეც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტი თუ რესპონდენტი. ტელევიზიაში რაც მაშინ ხდებოდა, ახლა გადაიტანეს სოცმედიის არხებზე.

არაფერი შეცვლილა, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, რა ბოროტი ძალაც იყო ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, ყველანაირ ღირებულებას, რომელსაც ჩვენი, ქართული ღირებულება ჰქვია.

ევროპული ღირებულებების დროშით, რომელსაც თვითონაც ვერ ხსნიან, რას გულისხმობენ ამ ევროპულ ღირებულებებში, ცდილობენ, ჩაანაცვლონ ქართული ღირებულებები. არადა, საქმე პირიქით არის, სწორედ ქართული ღირებულებაა ჭეშმარიტად ევროპული ღირებულება.

ვინც ქართულ ღირებულებებს სცდება, ის სცდება ევროპულ ღირებულებებსაც. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ ნირს არ შეიცვლის „ნაცმოძრაობის“ არცერთი წევრი თუ აპოლოგეტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776418290

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...

ირაკლი კობახიძე

1776417620

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად

საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1776416978

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1776416328

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...

პროკურატურა

1776416047

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ

უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...

შალვა პაპუაშვილი