შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ეროვნული ცენტრის ცნობით, იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.

„შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.  ამასთანავე, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების სრულ დაფინანსებას, რომელთაც სწავლის უფლება მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის  უფლება მოიპოვა 34150-მა აბიტურიენტმა. საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862  აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა (1322 – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 1819 – კერძო პროფესიულ სასწავლებელში).

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი (სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 1495, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 33). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის  უფლება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787604229

მსოფლიო

ონტარიოს პრემიერი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ კანადურ პროდუქციაზე გადასახადის გაზრდის შემთხვევაში, კანადა აშშ-ს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს

ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ კანადურ პროდუქციაზე იმპორტის გადასახადის გაზრდის შემთხვევაში კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს და აშშ-ს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვე...

ონტარიოს პრემიერი

1787602878

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობა სცადა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ორი ვაჟიდან ერთ-ერთის მკვლელობა სცადა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ტელეარხ Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. ნეთანიაჰუს არ დაუკონ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1787600777

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარება, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება. „მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც...

აშშ-ის ხაზინის მდივანი

1787597250

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სხვადასხვა სივრცეა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოსთვის და ალბათ რეგიონისთვისაც უნიკალური ტექნოლოგიური სამეცნიერო მუზეუმი - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ...

ირაკლი ნადარეიშვილი

1787595544

მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან

უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის გა...

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი